პოლონეთში სიგარეტის და სანთებელას მოპარვის ბრალდებით 44 წლის ქართველი კაცი დააკავეს - ადგილობრივი მედია პოზნანის პოლიციაზე დაყრდნობით წერს, რომ 25-26 ივნისის ღამით კაცმა მაღაზიის ვიტრინა ჩაამტვრია, შიგნით შეიჭრა და მხოლოდ სიგარეტი და სანთებელა მოიპარა. ცნობილია, რომ საქართველოს მოქალაქე დანაშაულს აღიარებს,მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება, თუმცა, როგორც მედია წერს, ის გისოსებს მიღმა უფრო დიდხანს აღმოჩნდება, რადგან სხვა დანაშაულისთვის 1-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი ჰქონდა.