აშშ-ში დაგეგმილ ნატო-ს შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიწვიეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მოადგილემ, ჯეიმს ო’ბრაიენმა ბაქოში ჟურნალისტებთან განაცხადა. ო’ბრაიანის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აღნიშნულ ღონისძიების ჩატარებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ყველა პარტნიორი ქვეყნისთვის გეგმავს, მათ შორის აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის. მისი თქმით, ჯამში ღონისძიებაში ნატო-ს 30 პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ო’ბრაიენმა ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის ორ ქვეყანას შორის მყარი მშვიდობის დამყარება შესაძლებელია.