ვიქტორ ორბანი, უკრაინასთან ურთიერთობის დალაგებისთვის, შესაძლოა ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა მომავალ კვირაში შედგენა. მედია ასევე წერს, რომ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 27-28 ივნისს ბრიუსელში გაიმართა, უნგრეთის ლიდერმა უკრაინასთან ურთიერთობის ცვლილების გადაწყვეტილების შესახებ სიგნალი გააგზავნა. შეხვედრის ოფიციალურ მიზეზად დაასახელდა ის ფაქტი, რომ უნგრეთი 1 ივლისიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება.