აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისე ვეღარ კამათობს დებატების დროს როგორც ადრე, თუმცა იცის რა არის კარგი და რა ცუდი. ამის შესახებ ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა. მისი თქმით, აღარ არის ახალგაზრდა, თუმცა იცის, როგორ აკეთოს საქმე და ერთმანეთისგან სიმართლე და სიცრუე გაარჩიოს. ბაიდენის თქმით, ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან სასწორზე დემოკრატია დევს. 27 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, ჯო ბაიდენა და დონალდ ტრამპს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართა. „სიენენის“ ინფორმაციით, რეგისტრირებული ამომრჩევლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ტელედებატებს დონალდ ტრამპმა უკეთ გაართვა თავი. ისინი მიიჩნევენ, რომ ბაიდენი არჩევნებში მონაწილეობისთვის ძალიან მოხუცია.