ფეხბურთის გამო, 30 ივნისის ღამით, ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. ქართველი გულშემატკივრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებას, 30 ივნისს კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან. ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.