მთაწმინდის რაიონში 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესს დღეს თბილისის მერი ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, გარდა ამისა, მიწისქვეშ მოეწყობა კაბელ-არხები, სადაც საჰაერო ელექტროსადენები განთავსდება, მოწესრიგდება ტროტუარები და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგება. გარდა ამისა, დამონტაჟდება გარე განათების ქსელი LED სანათებით. პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1.5 მლნ ლარით დაფინანსდება და მას ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.