ახალქალაქის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი „ჯარის ბანაკის“ მეორე როტაციას მასპინძლობს „ჯარის ბანაკი - დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის“ კოჯორში, ახალქალაქსა და საჩხერეში აქტიურად მიმდინარეობს. „ჯარის ბანაკი“ მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას.