დებიუტანტი საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალშია. გულშემატკივარი მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება. ხვალ, 23 საათზე საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება. ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამბობს, რომ ფეხბურთელები ესპანეთთან მატჩისთვის 100 პროცენტით ემზადებიან და ყველაფერს გააკეთებენ კიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად. პრესსამსახურის ცნობით „ჯვაროსნებმა“ ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით უკვე ივარჯიშეს.