რაც არ უნდა ძლიერი და ფავორიტი გუნდი იყოს, საქართველოს ნაკრებთან თამაში მაინც ყველას გაუჭირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოსა და ესპანეთს შორის ხვალ გასამართი მატჩის შესახებ საუბრისას აღნიშნა. კახა კალაძის თქმით, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ვხვდებით ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ ნაკრებს, თუმცა საქართველოს ნაკრებმა დაამტკიცა, რომ ყველასთან შეუძლია თამაში.