გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში, 36 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლობა, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გაიწვიოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ე.წ გამჭვირვალობის კანონი გამიზნულია, რომ შემაკავებელი ეფექტი ჰქონდეს მედიასაშუალებების, უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობაზე, იმ მიზნით, რომ ჩაახშოს მათი ხმები. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გზავნილები გახმოვანდა ევროპული საბჭოს მიერ. ევროპელი ლიდერების გზავნილი ოპოზიციისთვის იმის დასტურია, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებული იქნება. კიდევ რა წერია 36 ქვეყნის საერთო განცხადებაში და რა შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრში - თემაზე მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს