ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მორიგ ისტორიულ მატჩს დიდი მოლოდინით ელოდებიან საქართველოში. ქართველი გულშემატკივრები საქართველოს ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ხილვას კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეძლებენ ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი მონტაჟდება. სტადიონის გარეთ მოეწყობა კვების ზონაც. ღია ჩვენებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.