ესპანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თბილისის მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსების გარკვეული ნაწილი პირველი ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურება. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.