„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბუქარესტში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაში მიიღო მონაწილეობა. „ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თინა ბოკუჩავამ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა. პლენარული სესია რუსეთის პოლიტიკის მავნე შედეგებზე საუბარს დაეთმო.