რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილ ვოლნიანსკში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 7 დაღუპულს შორის 2 ბავშვია, დაშავებულების რაოდენობა კი 30-ს გადაცდა. ამ დროისთვის, რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. თავდასხმის შედეგად რამდენიმე ლოკაციაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია