უკრაინული დრონები რუსეთის ტერიტორიაზე შეტევებს განაგრძობენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ მათმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე ოლქში 36 უკრაინული დრონი გაანადგურეს. მანამდე, ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტემოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევი საცხოვრებელი სახლის სახურავს მოხვდა, თუმცა არავინ დაშავებულა.