მადლობა ქართული სასწაულისთვის - ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებული ასპარეზობა ფოიერვერკით აღინიშნა. მასშტაბური ფოიერვერკი მთაწმინდაზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო. ქართველი გულშემატკივრები საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ადევნებდნენ თვალს. ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი იყო დამონტაჟებული. დამარცხების მიუხედავად, გულშემატკივრები ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ მათ ქვეყანას ბედნიერება აჩუქეს.საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ისტორია დაწერა.