საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდიან ქვეყნის პირველი პირები. მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ისტორია დაიწერა, ვინაიდან 30 წლის თავზე, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველივე ჩემპიონატზე ევროპის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა. დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული მეტოქეა, რომელიც მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს. საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაც და მადლობას უხდის ნაკრების ფეხბურთელებს წარმატებული დებიუტისთვის.