საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდიან ქვეყნის პირველი პირები. მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ისტორია დაიწერა, ვინაიდან 30 წლის თავზე, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა და პირველივე ჩემპიონატზე ევროპის 16 საუკეთესო გუნდში მოხვდა. ფეხბურთელებს მადლობას უხდის ქვეყნის პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილის თქმით ზოგჯერ წაგებაც გამარჯვებაა. ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა კიდევ ერთხელ შეაფასა დედაქალაქის მერმაც. კახა კალაძის თქმით, ევრო 2024-ის მერვედფინალში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული მეტოქეა, რომელიც მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს.