საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ეხმაურება დიპლომატიური კორპუსიც. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მადლობას უხდის ნაკრების ფეხბურთელებს წარმატებული დებიუტისთვის. ნაკრებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა საქართველოში ამერიკის საელჩომაც. სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა გერმანიის ელჩმაც. პეტერ ფიშერი წერს, რომ მოუთმენლად ელის საქართველოს ნაკრების ნახვას შემდეგ დიდ ტურნირზე.