დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. ახალი პოლიტიკის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი, საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება. როგორც განათლების გამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, არც ერთი მასწავლებელი არ დარჩება ანაზღაურების მატების გარეშე, მინიმუმ, 200-ლარიანი მატება, მცირე საათობრივი დატვირთვის შემთხვევაშიც კი ყველა პედაგოგს შეეხება.