პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამერიკაში "პერსონალურ შიკრიკად" გააგზავნა. გახარია სახელსა და გვარს , ან სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ ამბობს, რომ პირი, რომელიც ამერიკაში ივანიშვილის პრობლემების მოსაგვარებლად გაიგზავნა ძალოვან სტრუქტურას წარმოადგენს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკამ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციები დააწესა. რა გამოხმაურება მოყვა ყოფილი პრემიერის განცხადებას