CNN-ი ბაიდენის მრჩევლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯო ბაიდენის ოჯახმა პრეზიდენტს 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლაში დარჩენისკენ მოუწოდა. ტელეკომპანიის ცნობით, ბაიდენის ოჯახი, მათ შორის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, ვაჟი ჰანტერი და შვილიშვილები, კემპ დევიდში შეიკრიბნენ და პრეზიდენტს ხელახალი არჩევისთვის ბრძოლის გაგრძელება სთხოვეს,. პრეზიდენტის ერთ-ერთმა მრჩეველმა CNN-ს განუცხადა, რომ ოჯახის წევრებმა ბაიდენს ცალსახა მხარდაჭერა შესთავაზეს. მისივე მტკიცებით, ოჯახმა, რომელიც აშკარად იმედგაცრუებულია გუნდით, რომელმაც პრეზიდენტი ბაიდენი ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპთან დებატებისთვის მოამზადა, განიხილა, უნდა გათავისუფლდნენ თუ არა ბაიდენის მთავარი მრჩევლები და უნდა განხორციელდეს თუ არა კამპანიის საკადრო ცვლილებები. გამოცემა Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახლობლები სატელევიზიო დებატების დროს ბაიდენის წარუმატებლობაში ბრალს მის მრჩევლებს დებენ და აცხადებენ, რომ ბაიდენი მზად არ აღმოჩნდა ტრამპი უფრო აქტიურად გაეკრიტიკებინა, მეორე ვადის შესახებ თავისი შეხედულების გამოთქქმის ნაცვლად კი ორიენტირებული თავდაცვაზე იყო.