საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ,დღეიდან მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება. საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან, ასევე სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი, საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება. როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, არც ერთი მასწავლებელი არ დარჩება ანაზღაურების მატების გარეშე.