პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ "ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამერიკაში "პერსონალურ შიკრიკად" გააგზავნა. გახარია სახელსა და გვარს , ან სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს, მაგრამ ამბობს, რომ პირი, რომელიც ამერიკაში ივანიშვილის პრობლემების მოსაგვარებლად გაიგზავნა ძალოვან სტრუქტურას წარმოადგენს, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკამ ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სანქციები დააწესა.