ღირსეული დამარცხება ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში -საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 4:1 დამარცხდა. ესპანელები ეროვნულ ნაკრებს დიდი ძალებით უტევდნენ, თუმცა მამარდაშვილი თამაშის პირველივე წუთებიდან კარს საიმედოდ იცავდა. ანგარიში სწორედ ჩვენმა გუნდმა გახსნა. თამაშის 39-ე წუთზე კი ესპანელმა მოწინააღმდეგემ ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ესპანელებმა მატჩის მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლის გატანა შეძლეს და საბოლოოდ, ანგარიში ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა. წაგების მიუხედავად საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წარმატებული ასპარეზობა საქართველოში მასშტაბური ფოიერვერკით აღინიშნა. ქართველი გულშემატკივრები ნაკრების თამაშს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ადევნებდნენ თვალს. ისინი ნაკრების ფეხბურთელებს მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ ფეხბურთელებმა ქვეყანას ბედნიერება აჩუქეს. საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ისტორია დაწერა.