საქართველო, რომელმაც ჯგუფურ ეტაპებზე ზღაპრული წინსვლით მეტოქეების პატივისცემა დაიმსახურა, გერმანიას ტოვებს - ამის შესახებ სტატიას BBC-ი აქვეყნებს. ბიბისი წერს, რომ მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ქართველებს მოუწოდა, არ ეჩვენებინათ შიში, რაც ასე მოხდა. სტატიაში ნათქვამია, რომ ფეხბურთელები მიდიოდნენ ესპანეთთან კონტრშეტევაზე და უშიშრად ასრულებდნენ დრიბლინგს. ეროვნული ნაკრების წარმატებულ ასპარეზობას ეხმიანება დიპლომატიური კორპუსიც. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მადლობას უხდის ფეხბურთელებს წარმატებული დებიუტისთვის. ნაკრებს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა საქართველოში ამერიკისა და შვედეთის საელჩომ.