ოფიციალური ინფორმაციით, ხმების დათვლის შედეგად, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნულმა გაერთიანებამ“ და მისმა მოკავშირეებმა ხმების 33,4%-ით გაიმარჯვეს. მეორე ადგილი მემარცხენე კოალიციამ „ახალმა სახალხო ფრონტმა“ – 27,98%-ით დაიკავა, ხოლო მესამეზე ხმების 20,76%-ით ემანუელ მაკრონის კოალიცია გავიდა. ამასთან, პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 60 პროცენტს გადააჭარბა, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ემანუელ მაკრონმა და მემარცხენე პარტიის ლიდერმა ჟან-ლუკ მელანშონმა განაცხადეს, რომ მეორე რაუნდში საკუთარ კანდიდატურას გაიწვევენ და ეცდებიან, ამით ხელი მარინ ლე პენის ეროვნულ გაერთიანებას შეუშალონ.