საერთაშორისო ლიდერების მხრიდან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით კრიტიკა არ წყდება. საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ. კრიტიკული გზავნილების მიუხედავად მმართველ გუნდში პოზიციას არ იცვლიან და აცხადებენ რომ რუსული კანონი ქვეყანაში არ არსებობს. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდის მხრიდან ევროინტეგრაციის დაზიანების მცდელობებზე საუბრობენ. ოპოზიციის ერთი ნაწილი საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ფონზე დასავლეთიდან მომავალ შესაძლო სანქციებსაც განიხილავს.