"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს განაგრძობს. მან შეხვედრა აშშ-ის დელეგაციის წარმომადგენლებთან, დელეგაციის ხელმძღვანელთან, კონგრესმენ ჯო უილსონთან და სენატორ რობერტ უიკერთან გამართა. თინა ბოკუჩავამ მადლობა გადაუხადა პარტნიორებს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი მეგობარი აქტის და სენატში ქართველი ხალხის აქტის ინიცირებისთვის. შეხვედრაზე ისაუბრეს იმ სიკეთეებზე, რომელსაც მეგობარი აქტი ითვალისწინებს, მათ შორის აშშ-თან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებაზე. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ქართული ოცნების წარმომადგენლების მიმართ ინდივიდუალური სანქციების დაწესებას და მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარებას.