ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით ქაღალდის პირადობის მოწმობის მქონე მოქალაქეებისთვის პენსიების და სხვა სოციალური შემწეობის მიღება, მომდენო ერთი თვის განმავლობაში არ დაბრკოლდება. თუმცა მინისტრმა მოქალაქეებს თანამედროვე პირადობის მოწმობის აღებისკენ მოუწოდა, რათა მომავალში პენსიის ან სხვა სოციალური გასაცემელის გარეშე არ დარჩნენ. მინისტრის განმარტებით, ე.წ. ლამინირებული პირადობის მქონე მოქალაქეების რაოდენობა ჯერ კიდევ მაღალია.