ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისთვის, სლოვენიური მეთოდის გამოყენებით, ტყეებში უსაფრთხო მუშაობის შესახებ ფართომასშტაბიანი სასწავლო პროგრამა ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში სატყეო გზები, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო ბილიკები, საბანაკე და საპიკნიკე ადგილები მოეწყობა. პროექტი „ტყის მდგრადი მართვა ადიგენის მუნიციპალიტეტში“ სლოვენიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ძირითადი მიზნები ადიგენის მუნიციპალიტეტში ტყეების მდგრადი მართვის და გარემოსდაცვით შეთანხმებებში გაერთიანებული ადგილობრივი თემების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაა.