კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების კონკურსი ,,ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მეთერთმეტედ, წარმატებით ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მე-9, მე-10 და 11-ე კლასის მოწავლეებმა მიიღეს. კონკურსანტების ნამუშევრები კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა, ხოლო გამოვლენილ გამარჯვებულებს, კომუნიკაციების კომისიისგან მაღალტექნოლოგიური პრიზები გადაეცათ. წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ დადასტურებულა როგორც ყალბი, შემდგომ კი, წარმოედგინათ დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები.