მილიარდ 200 მილიონ ლარზე მეტი წმინდა მოგება ხუთ თვეში, საიდანაც 87.8% მხოლოდ ორ ბანკზე მოდის. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში კომერციულმა ბანკებმა 1 215 168 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ბანკების ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, მოგების 87.8% ორმა ბანკმა – „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისიმ“ გადაინაწილეს. საიდანაც დაახლოებით 620 მილიონი ლარი „საქართველოს ბანკის“, ხოლო 447 მილიონ ლარზე მეტი „თიბისი ბანკის“ წილად მოდის. მესამე ადგილზეა „ლიბერთი ბანკი“ დაახლოებით 43 მილიონი ლარის წმინდა მოგებით. შარშან იმავე პერიოდში 17 კომერციული ბანკის მოგება მილიარდ ლარს მცირედით აჭარბებდა, შესაბამისად გაზრდილია დაახლოებით 200 მილიონით. 17 ბანკიდან ხუთი – „სილქ ბანკი“, „ვითიბი ბანკი“, „პეისერა“, „ჰეშბანკი“ და „პეივბანკი“ – ზარალზე გავიდა.