ბანკების მიმართ პრეტენზიების რაოდენობა გაიზარდა.
მიმდინარე წლის მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების მიმართ პრეტენზიები 37%-ით გაიზარდა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს მაიში მათ მიმართ მომხმარებლებლებმა 2 511 საჩივარი დაწერეს, 2022 წლის იგივე პერიოდში - 1 828. ამასთან, სებ-ის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მაისში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებზე, სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათზე დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მაისში 2 511 საჩივრიდან ბანკებმა 1 136 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 426 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 946 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს. 3-ის შემთხვევაში განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.