საქართველოდან ჩინეთში ყურძნის ნატურალური ღვინის ექსპორტი 42%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-მაისში ჩინეთში ექსპორტირებულია 5 მილიონ 107 ათასი დოლარის 1 479 ტონა ქართული ღვინო, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 2 მილიონ 962 ათასი დოლარის 825 ტონა. რაც შეეხება ფასს, გასულ წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ჩინეთში 3.5 დოლარი იყო, ხოლო მიმდინარე წელს 3.6 დოლარი. მონაცემების მიხედვით, საექსპორტო ფასი, მცირედით 2.9%-ით არის გაზრდილი. ცნობისთვის, ჩინეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობისთვის ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანიის პროდუქცია სინძიანის პროვინციის ქალაქ ურუმჩიში, გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, გამოფენას ყოველწლიურად 2 მლნ ვიზიტორი სტუმრობს, რაც „ქართული ღვინის მწარმოებლებს აძლევს საუკეთესო შესაძლებლობას, აზიის ღვინის ბაზარზე პოტენციურ პარტნიორებთან დაამყარონ საქმიანი ურთიერთობები“