არსებული ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოყვა. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს” სოფელში მერის წარმომადგენელმა ზურაბ შაინიძემ განუცხადა, დაღუპულია ერთი მფრინავი. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ სოფელ დისველთან მოხდა.