როდის დაინიცირდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში - მმართველ გუნდში ვარაუდობენ რომ საქართველოს მთავრობა აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტს მომდევნო კვირას წარუდგენს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის ჯერჯერობით უცნობია სისხლის სამართლის კოდექსის რომელ მუხლებზე გავრცელდება ამნისტია. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ოპოზიციაში. იმის მიუხედავად ,რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი მმართველი გუნდის ინიციატივას მხარს უჭერს, ამბობენ რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ მოსახლეობის ხმების მოპოვებას აპირებს.