პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი მოძრაობა სახელწოდებით "თავისუფლების მოედანი" გამოჩნდა. პლატფორმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მათ შორის აქტივისტებს, პოლიტიკისა და განათლების ექსპერტებს აერთიანებს. პოლიტიკური მოძრაობის წევრების თქმით, ახლა არის მომენტი, როდესაც საჭიროა ერთად ბრძოლა - საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ევროპული პერსპექტივის გადასარჩენად. ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგი პლატფორმის შექმნას მიესალმება. უმრავლესობის განცხადებით კი ნათლად გამოჩნდა ის რასაც ხელისუფლება ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ არასამთავრებო ორგანიზაციების უმრავლესობა პოლიტიკური მიზნებით მოქმედებს.