საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები და სამწვრთნელო შტაბი პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოვების ცერემონია თავისუფლების მოედანზე გაიმართა, სადაც ფეხბურთელები გულშემაკტივარს შეხვდნენ. დაჯილდოვებამდე, სცენაზე პრემიერ-მინისტრი ავიდა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილი წარადგინა. პრეზიდენტის თქმით, ბიჭებმა მიუღწეველს მიაღწიეს, რაც შრომის, თავდადების, ქვეყნის სიყვარულისა და გუნდურობის დამსახურებაა. პრეზიდენტის შემდეგ, ფეხბურთელებს მიმართა პრემიერმა კობახიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართული ფეხბურთის მხარდაჭერა აუცილებლად გაგრძელდება და 2 წელიწადში ქვეყანაში სუპერთანამედროვე სტადიონი აშენდება