კომუნიკაციების კომისიამ, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) ერთად, გორის სკოლების დირექტორებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელიც მიზნად მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობასა და საგნის შესახებ სკოლის ხელმძღვანელების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა. შეხვედრის ფარგლებში, ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, დამსწრე აუდიტორიას პროექტის ფარგლებში შემუშავებული სახელმძღვანელო წარუდგინა და სწავლების მეთოდოლოგია გააცნო.