აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა დეპუტატმა, ლოიდ დოგეტმა ჯო ბაიდენს არჩევნებში კანდიდატურის მოხსნისკენ საჯაროდ მოუწოდა. ის გახდა პირველი დემოკრატი დეპუტატი, რომელმაც ბაიდენს ამ მოწოდებით მიმართა. ტეხასის შტატის კონგრესმენმა აღნიშნა, რომ ბაიდენმა თავისი კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, მტკივნეული და რთული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ბაიდენს საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა საპრეზიდენტო დებატებთან დაკავშირებით ისაუბრა. ჯო ბაიდენმა აღიარა, რომ საპრეზიდენტო დებატებზე მისი გამოსვლა საუკეთესო არ იყო, თუმცა მან, ამის მიზეზად, საზღვარგარეთ განხორციელებული ორი ვიზიტის დროს ფრენით გადაღლილობა დაასახელა.