გამოცემა Politico-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამზადებს ნატოსთან მომავალი ურთიერთობის გეგმას, რომლის განხორციელება პრეზიდენტად ახალი ვადით არჩევის შემთხვევაში სურს. გამოცემის ორი წყაროს თანახმად, ტრამპი ფიქრობს გარიგებაზე, რომლის თანახმად, ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებასა და ახალ წევრებად უკრაინის და საქართველოს მიღებაზე. გარდა ამისა, ტრამპს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან აქვს მოლაპარაკება იმის შესახებ, უკრაინის ტერიტორიის რა ნაწილის დატოვება შეუძლია მოსკოვს თავისთვის.