ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია, შესწორებები მიკერძოებულია - ასე ეხმაურება მმართველი პარტია ეუთოს საპარალამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტს. ქართული ოცნების განცხადებით, მიღებულ რეზოლუციაში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ მხარეებადაა წარმოჩენილი და უგულებელყოფილია რუსეთის მავნე ზეგავლენა შექმნილ ვითარებაში. მმართველი გუნდის მხრიდან გახმოვანებულ ბრალდებას ეხმაურება ოპოზიციური სპექტრი. მათი განცხადებით დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში სადავო ტერმინები გამქრალია, თუმცა დარჩა შესწორება ქართული ოცნების ბუნდოვანი საგარეო კურსის შესახებ. რას ფიქრობენ ხელისუფლების ოპონენტები.