. ეუთოს მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციის საბოლოო პროექტის შინაარს იზიარებს ოპოზიცია. მმართველი პარტიის ოპონენტების განცხადებით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, რომელშიც, ერთის მხრივ, საუბარია დეოკუპაციაზე და ასევე, ე.წ. გამჭვირვალობის კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც, ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ დგამს. მათი თქმით, უმაღლეს ფორუმზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მოქმედ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. „ქართულმა ოცნების“ განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შემაშფოთებელია, შესწორებები მიკერძოებულია და სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია რეზოლუციის წინააღმდეგ ხმას მისცემდა.