ვინ იქნება ქვეყნის გენერალური პროკურორი - საპროკურორო საბჭო კანდიდატებთან გასუბრებას დღეიდან იწყებს. ამ დროისთვის მსურველი 11 კანდიდატია. მათ ნაწილს დოკუმენტები დაუხარვეზეს და განცხადების თავიდან შეტანა მოსთხოვეს. თუკი კანდიდატები საჭირო დოკუმენტებს საბჭოს დროულად ვერ წარუდგენენ, მათი კანდიდატურები კონკურსიდან ავტომატურად ჩაიხსნება. პროცედურის მიხედვით, გასაუბრების ეტაპის დამთავრების შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს საბჭო პარლამენტს გადაუგზავნის. საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ კონკურსი და გასაუბრება ფარსია და „ქართული ოცნება“ გენერალური პროკურორის თანამდებობაზე, მისთვის სასურველ კანდიდატს შეარჩევს. ამ არგუმენტს არ იზიარებს მმართველი გუნდი.