პარტია “ლელომ“ საბურთალოს რაიონში ახალი საარჩევნო შტაბი გახსნა. აღნიშნულ ღონისძიებას პარტიის ლიდერები დაესწრნენ. მათი განცხადებით, უახლოეს მომავალში კიდევ მრავალი საარჩევნო შტაბის გახსნაც იგეგმება. როგორც „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, პარტიის წევრები მთელი საქართველოს მასშტაბით აპირებენ წინასაარჩევნო პროცესებში უფრო აქტიურად ჩართვას, რათა ინერტულად განწყობილი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობაზე დაითანხმონ.