კონკურსის „აგროლიგა 2024-ის“ გამარჯვებული მონაწილეები გამოვლინდნენ. კონკურსში მონაწილეობა 300-მდე სტუდენტმა მიიღო და მათგან 18 გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული მონაწილე გამოვლინდა. აღნიშნული კონკურსი უკვე მეორედ ჩატარდა და მოიცვა მევენახეობის, მცენარეთა დაცვის, მეფუტკრეობის, სატყეო საქმის, მეხილეობის, ეკოლოგიის და ბიომრავალფეროვნების მიმართულებები. გამარჯვებულებს სასაჩუქრე ვაუჩერები და სერტიფიკატები საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, ასევე შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ეროვნული პროგრამის ოფიცერმა, ლელა მამრიკიშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა, გიორგი ნანობაშვილმა გადასცეს.