ComCom-ის მედიააკადემიაში მედიით დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდა ორდღიანი სემინარი „ბრენდმედია: შექმნისა და განვითარების სტრატეგიები“, რომელსაც ჟურნალისტი და მედიასთან კომუნიკაციის სპეციალისტი, თეა სხიერელი გაუძღვა. შეხვედრის ფარგლებში განიხილებოდა თუ რას წარმოადგენს ბრენდის კონტენტი და ბრენდჟურნალისტიკა, ასევე, რა არის მათი ფუნქციები თუ ინსტრუმენტები და როგორ ხდება ბრენდმედიის წარმოება და დისტრიბუცია. ამასთან ერთად, მონაწილეები გაეცნენ ბრენდმედიის კონცეფციის შემუშავების მეთოდებს და სამუშაო რეჟიმში, ტრენერთან ერთად, ბრენდმედიისა და ბრენდჟურნალისტიკის წარმატებულ მაგალითებზე იმსჯელეს. შეხვედრების ბოლოს, მედიააკადემიამ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.