გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. საპროკურორო საბჭოს წევრები დღეს ორ კანდიდატს - ვიქტორ ახალბედაშვილს და დავით ბარბაქაძეს მოუსმენენ. გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული. წარდგენილ კანდიდატებს შორის გენერალური პროკურორის მოადგილე, გიორგი გაბიტაშვილიცაა. პროცედურის მიხედვით გასაუბრების ეტაპის დასრულების შემდეგ, შერჩეულ კანდიდატებს საბჭო პარლამენტს გადაუგზავნის.