მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ" ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული რეზოლუცია შემაშფოთებელია და შესწორებები მიკერძოებულია. ამავდროულად, რეზოლუციის საბოლოო პროექტის შინაარს ოპოზიცია იზიარებს. მმართველი პარტიის ოპონენტების აზრით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო ძალიან მძიმე დეკლარაცია, რომელშიც, ერთის მხრივ, საუბარია დეოკუპაციაზე და ასევე, ე.წ. გამჭვირვალობის კანონზე, ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ ნაბიჯებზე, რომელსაც, ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ დგამს. მათივე განცხადებით, უმაღლეს ფორუმზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მოქმედ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია დაკარგული აქვს. რას აცხადებენ ამასთან დაკავშირებით დეპუტატები.